რუსმა ეპისკოპოსმა ქართველები დემონებს შეადარა და დაწყევლა

რუსეთის ეკლესიის ეპისკოპოსი პეტირიმ ტვოროგვი, თბილისში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება და  საქართველოს მოსახლეობას დემონებს ადარებს:

“ე.წ მართლმადიდებლებმა სერგეი გავრილოვს წყალი შეასხეს და შეძახილებით გააძევეს ქვეყნიდან. ისინი ისეთივე მართლმადიდებლები არიან, როგორც რუსეთი არის ოკუპანტი ქვეყანა. დემონებს ასე უყვართ გართობა, მათ სიამოვნებთ იმის ყურება თუ როგორ ებრძვიან ერთმანეთს მართლმადებელი ძმები და დები, როგორ ასხავენ ერთმანეთს წყალს, ართმევენ საბუთებს, სცემენ და აძევებენ ქვეყნიდან. სამაგიეროდ ევროპელები – მიიღე ევროპავ ახალი ახალგაზრდა, უცნობი თემი! სირცხვილი!”, – წერს ეპისკოპოსი Facebook-ის საკუთარ გვერდზე.