რუსული თანამგზავრების სქემა გასაჯაროებულია: ინტერნეტით საიდუმლო დოკუმენტაცია გავრცელდა

რუსული თანამგზავრების გაშვების თარიღებისა და აპარატების რაოდენობის ნახვა შესაძლებელია სააქციო საზოგადოება „სატურნის“ პრეზენტაციაში, რომელიც „როსკოსმოსის“ დაქვემდებარებაში შედის.

ინფორმაცია რუსული კოსმოსური აპარატების შესახებ, რომელთა შექმნისა და გაშვების თაობაზეც მანამდე არაფერი იყო ცნობილი, ინტერნეტშია განთავსებული. გარდა ამისა, მისი ნახვა თავისუფლადაა შესაძლებელი, – აღნიშნულია საინფორმაციო სააგენტო РИА Новости-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

თანამგზავრების, საცდელ-საკონსტრუქტორო ნამუშევრებისა და მათი ავტორების დასახელებები, ასევე გაშვების თარიღებისა და აპარატების რაოდენობის ნახვა შესაძლებელია სააქციო საზოგადოება „სატურნის“ პრეზენტაციაში, რომელიც „როსკოსმოსის“ დაქვემდებარებაში შედის.
აღნიშნული პრეზენტაციის ავთენტურობა, რომელიც სადომენო ზონა ru-ს ერთ-ერთ საიტზეა გამოქვეყნებული, თავად „სატურნის“ წარმომადგენლებმა დაადასტურეს.
თუმცა, როგორც სააგენტოს „სატურნის“ მთავარმა კონსტრუქტორმა სერგეი ლიხონოსოვმა განუმარტა:
“ის უკანონოდაა გამოქვეყნებული. ეს საკონფერენციო დანიშნულების ინფორმაციაა და არ უნდა გასულიყო საჯარო სივრცეში”.
მისი თქმით, კომპანია აუცილებლად გაატარებს შესაბამის ზომებს დოკუმენტაციის გამომქვეყნებლის წინააღმდეგ.
აღსანიშნავია, რომ საჯარო სააქციო საზოგადოება „სატურნი“, რუსეთის სტრატეგიულ საწარმოთა ჩამონათვალში შედის.