რუსული მედია – რუსი ტურისტები საქართველოში, თავს უსაფრთხოდ გრძნობენ (ვიდეო)

არაფერი შეცვლილა, საქართველოში რუს ტურისტებს ისევ ელიან,- ამ სათაურით სტატიას რუსული მედია ავრცელებს. Life-ის გადამღები ჯგუფი ბათუმში ჩავიდა.

როგორც გამოცემასთან საუბარში რუსი ტურისტები ამბობენ, მათ საფრთხე არ ემუქრებათ და საქართველოში შესანიშნავად ისვენებენ. ქართველი რესპოდენტები კი ამბობენ, რომ რუს ტურისტებს არაფერს ერჩიან და მათ საქართველოში ელიან.

“ძალიან კმაყოფილები ვართ, ისევ ჩამოვალთ. ხალხი ძალიან კეთილია და საქართველო ყველაფრით გიპყრობს.” – აცხადებენ რუსულ მედიასთან ტურისტები.

შეგახსენებთ, რომ რუსეთის პრეზიდენტმა ბრძანებას მოაწერა ხელი, რომლის თანახმადაც 8 ივლისიდან რუსულ ავიაკომპანიებს საქართველოში რუსეთის მოქალაქეების გადაყვანა ეკრძალებათ.