რუსული ნანონაწილაკები „სამგანზომილებიან ტომოგრაფს“ ახალ უნარებს შესძენს

რუსმა ბიოფიზიკოსებმა და ქიმიკოსებმა შექნმეს ნანონაწილაკები, რომლებიც მკვეთრად გაზრდის ტომოგრაფიული გამოსახულებების გაფართოებას და ამასთან, მიკრობებისა და კიბოს უჯრედების გამანადგურებელი პრეპარატების შესაქმენლადაც გამოიყენება. სამეცნიერო ნაშრომი წარმოდგენილია Journal of Nanomaterials-ზე.
როგორც ცნობილია, კლასიკური რენტგენული აპარატები ცალკეული ორგანოების ორგანზომილებიან გამოსახულებას იძლევა. ამით მოტეხილობები, მსხვილი სიმსივნური და სხვა საშიში წარმონაქმნები იძებნება, მაგრამ მათი ზომების, მასის, მოცულობისა თუ სტრუქტურის დადგენა შეუძლებელია.

როგორც ცნობილია, კლასიკური რენტგენული აპარატები ცალკეული ორგანოების ორგანზომილებიან გამოსახულებას იძლევა. ამით მოტეხილობები, მსხვილი სიმსივნური და სხვა საშიში წარმონაქმნები იძებნება, მაგრამ

ყველა ამ ამოცანისთვის თავის გართმევა ეგრეთ წოდებული კომპიუტერული ტომოგრაფების გამოყენებითაა შესაძლებელი, რომელიც შინაგანი ორგანოებისა და ასევე სხვა გაუმჭვირვალე ობიექტების (აუცილებელი არ არის, „ცოცხალი“ ობიექტების) სამგანზომილებიან გამოსახულებას იძლევა.
ამ ფოტოების ხარისხის გაზრდა გამოსაკვლევ ორგანოსა თუ ობიექტში განსაკუთრებული ნივთიერების შეყვანით შეიძლება, რომელიც აქტიურ ურთიერთქმედებას იწყებს რენტგენის სხივებთან.
ცოტა ხნის წინ რუსმა მეცნიერებმა და მათმა უცხოელმა კოლეგებმა დაადგინეს, რომ ამ ნივთიერების მინიატურულ ფრაგმენტებს აქვთ უნარი, შეაღწიონ ბაქტერიებისა და კიბოს უჯრედებში და გაანადგურონ ისინი. თავის მხრივ, ეს შესაძლებელს ხდის როგორც კიბოს დიაგნოსტიკასა და მკურნალობას, ისე წყლის გაწმენდას და ა.შ.
გარდა ამისა, რაც მეტად მნიშვნელოვანია, ეს ნანონაწილაკები ძალიან კარგად შთანთქავს რენტგენულ დასხივებას.
ნანონაწილაკების წარმოების მთოდიკა, მისი შემქმნელების თქმით, ცოტა ხნის წინ წარმატებით დააპატენტეს რუსეთში. მეცნიერებს იმედი აქვთ, რომ მათი აღმოჩენა არა მარტო გააუმჯობესებს კომპიუტერული ტომოგრაფების მუშაობას, არამედ ხელს შეუწყობს კიბოს ერთდროული დიაგნოსტიკისა და თერაპიის ახალი მეთოდიკის შექმნასაც.

 

 

წყარო: sputnik-Georgia.com