საერთაშორისო აქციას „მოდი ღამე მუზეუმში“, სოხუმის ოთხი მუზეუმი შეუერთდა

«эко кавказа»-ს გადმოცემით, ამა წლის 18 მაისს, სოხუმში ოთხმა მუზეუმმა, აქციაში „მოდი ღამე მუზეუმში“, მონაწილეობა მიიღო. მუზეუმის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით მიმდინარე საერთაშორისო აქციას, აფხაზეთის დეფაქტო რესპუბლიკის შემდეგი მუზეუმები შეუერთდნენ: ეროვნული მუზეუმი, დმიტრი ლულიას სახელობის ლიტერატურულ-მემორიალურმა მუზეუმი, ვლადისლავ არძიმბას სახელობის საბრძოლო დიდების ეროვნული მუზეუმი და ომარ ბეიგუაას სახელობის საზღვარგარეთელი აფხაზების ისტორიული მუზეუმი. მათი კარი სტუმრებისთვის უკვე გაიხსნა.