სათაური: მელია დააბეს

ნიკა მელიას, რომელიც სასამართლომ გირაოს საფუძველზე გაათავისუფლა, ელექტრონულ სამაჯურს დაუმაგრებენ. – “„მას შემდეგ, რაც თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლეს ბიძინა ივანიშვილმა იმ ღამეს გააკეთებინა… გადაიფიქრა ჩემი დაპატიმრება რამდენიმე ფაქტორის გათვალისწინებით. რა თქმა უნდა, ალბათობა იმისა, რომ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას სააპელაციო სასამართლო ძალაში დატოვებდა, იყო, თუმცა რთულია „ქართული ოცნების“ მიერ მიღებული გადაწყვეტილებების შესწავლა. ამას ვერავინ შეძლებს დუნიაზე, მაგრამ ის, რომ ჩვენი საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ეს არის პირდაპირ წინააღმდეგობაში კონსტიტუციასთან, მეტიც, დამიმატეს და რაღაც სამაჯური უნდა გავიკეთო და ასე უნდა მოხდეს ჩემი გადაადგილება. ელექტრონული მონიტორინგი გულისხმობს ელექტრონული სამაჯურის ტარებას“, – აცხადებს ნიკა მელია.