“სუხიშვილები” რუსეთში გასტროლებზე უარს ამბობენ

ქართული ნაციონალური ბალეტი “სუხიშვილები” საკუთარ ფეისბუქგვერდზე სპეციალურ განცხადებას ავრცელებს: – “დღეს დაგვიკავშირდნენ ყირიმიდან. კონცერტები უნდათ სევასტოპოლში და სიმფეროპოლში”.
“დღეს დაგვიკავშირდნენ ყირიმიდან. კონცერტები უნდათ სევასტოპოლში და სიმფეროპოლში. 2007 წლიდან 2014 წლამდე ყოველ წელს ვმართავდით ყირიმში კონცერტებს.

ამჯერად შემოთავაზებაზე მარტივად ვუპასუხეთ: “სუხიშვილები” უარს ვამბობთ რუსეთში და მით უფრო რუსეთის მიერ ანექსირებულ რეგიონებში გასტროლებზე! Слава Украине! Героям слава!” – წერენ სუხიშვილები თავიანთ “ფეისბუქზე”.