სალომე ზურაბიშვილის ბიძაშვილის სკანდალური ინტერვიუ – რუსეთი არავისი მტერი არ არის!

– “რუსეთი არავის მტერი არაა, არც საქართველოსი”- სალომე ზურაბიშვილის ბიძაშვილმა ელენ კარენ დ’ანკოსმა „რასია 1“-თან ინტერვიუში ისაუბრა.

ქართულ ინტერნეტსივრცეში აღნიშნულ ინტერვიუს საიტი “New Posts” ავრცელებს. გთავაზობთ ნაწყვეტს, ამ ინტერვიუდან:
– “საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის ბიძაშვილი, საფრანგეთის აკადემია (ე. წ. უკვდავთა აკადემია), წევრი ელენ კარენ დ’ანკოსი მიიჩნევს, რომ რუსეთი არავის, მათ შორის არც საქართველოს მტერი არ არის. ამის შესახებ მან „რასია 1“-თან ინტერვიუში ისაუბრა

მაპატიეთ ალბათ თქვენთვის უხერხული შეკითხვისთვის, თქვენ დიდებული ფრანგი ქალი ხართ, მაგრამ დაბადებით ზურაბიშვილი….

დიახ ის ჩემი ბიძაშვილია.

საქართველოს პრეხიდენტი რომ თქვენი ბიძაშვილია, ამის შესახებ ცოტა ვინმემ თუ იცის, მისი პირიდან ჩვენ გავიგეთ, რომ რუსეთი მტერი და აგრესორია. ქართველმა დეპუტატებმაც, სამწუხაროდ თავის კოლეგებთან ერთად დატოვეს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დარბაზი…

ძვირფასო მეგობარო, თქვენ იცით, რომ ყველა ოჯახში არსებობენ სხვადასხვანაირი ადამიანები და განსხვავებული მოსაზრებები. მე ვცხოვრობ ქვეყანაში, სადაც თვლიან, რომ ერთს სხვა აზრი შეიძლება ქონდეს და მეორეს სხვა. მე საკმარისად მიცნობენ რუსეთში და საფრანგეთში. მე ვთვლი, რომ რუსეთი არავის მტერი არაა, არც საქართველოსი, მე არაფრის გაკეთება არ შემიძლია, ერთადერთი რამ რაც მე შემიძლია ვთქვა – იმ მომენტიდან როდესაც ჩემი ბიძაშვილი პრეზიდენტად აირჩიეს, მე გადავწყვიტე, რომ არასდროს, არსად აღარ ვილაპარაკებდი არც საქართველოზე და არც ქართულ-რუსულ ურთიერთობაზე თავაზიანობის გამო.”