სალომე ზურაბიშვილი ბელორუსიაში ვიზიტს წყვეტს და საქართველოში ბრუნდება

საქართველოში განვითარებული მოვლენების გამო, საქართველოს პრეზიდენტი – სალომე ზურაბიშვილი ბელორუსიაში ვიზიტს წყვეტს და საქართველოში ბრუნდება.
ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ადასტურებენ.
სალომე ზურაბიშვილი ბელორუსიაში 20 ივნისს გაემგზავრა. საქართველოს პრეზიდენტი მინსკში მეორე ევროპული თამაშების გახსნის საზეიმო ცერემონიალს უნდა დასწრებოდა და ქართველ სპორტსმენებისთვის ეგულშემატკივრა.
დაგეგმილი იყო პრეზიდენტის სტუმრობა ევროპული თამაშების ქალაქში, სადაც თამაშების მონაწილე, საქართველოს 61 სპორტსმენი ევროპული თამაშების პერიოდში იცხოვრებს.