სალომე ზურაბიშვილი სამუშაო ვიზიტით პოლონეთში იმყოფება

პრეზიდენტის ადმინისტრაცია ინფორმაციას ავრცელებს:

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ბელგიის პრემიერმინისტრ შარლ მიშელს შეხვდა.

„ბელგიის პრემიერი, გახდება ევროკავშირის ახალი თავმჯდომარე. ის დაინტერესებულია საქართველოში შექმნილი ვითარებით და იმით, თუ რა შეიძლება გავაკეთოთ. ეს კითხვები, ინტერესი და იმის მზაობა, რომ რაღაც მოიფიქრონ და არამხოლოდ მივიდნენ საოკუპაციო ხაზთან, ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ არ ვართ დავიწყებული, ამ კუთხით ვიტყოდი, რომ დავბრუნდით მსოფლიო რუკაზე. არ შეიძლება, რომ ასე გაგრძელდეს, ეს გაუთავებელი პროვაკაციებია და რაღაც უნდა გაკეთდეს”, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

პრეზიდენტი უკრაინის პრეზიდენტს შეხვდა. მან აღნიშნა, რომ ვოლიდიმირ ზელენსკიმ უკრაინაში მიიწვია და ერთობლივი დოკუმენტის მომზადება შესთავაზა.

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სამუშაო ვიზიტით პოლონეთში იმყოფება. პრეზიდენტი პოლონეთში  მეორე მსოფლიო ომის დაწყებიდან 80 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებას ანჟეი დუდას მიწვევით დაესწრო.