სალომე ზურაბიშვილი II ევროპული თამაშების გახსნის საზეიმო ცერემონიას დაესწრება

სალომე ზურაბიშვილი II ევროპული თამაშების გახსნის საზეიმო ცერემონიას დაესწრება.

ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ელჩი ბელარუსში, ვალერი კვარაცხელია ავრცელებს.

მინსკში II ევროპული თამაშებში მონაწილეობის მისაღებად, საქართველოდან არაერთი სპორტსმენი გაემგზავრება, ამიტომ შეჯიბრების გახსნის საზეიმო ცერემონიას, ქვეყნის პრეზიდენტიც დაესწრება.

„ბელარუსში ვიზიტის პროგრამაში, სავარაუდოდ, გაიმართება ასევე მოლაპარაკებები, მოსალოდნელია ორმხრივი თანამშრომლობის საკითხთა ფართო სპექტრის განხილვა“, – განაცხადა კვარაცხელიამ.

II ევროპული თამაშებზე 50 ქვეყნის 4 ათასზე მეტი სპორტსმენი გაემგზავრება. ამ საერთაშორისო შეჯიბრებაზე სპორტის 15 სახეობა და 23 დისციპლინა იქნება წარმოდგენილი.