სალომე ზურაბიშვილმა უკრაინის ახალ პრეზიდენტს ქართველი ხალხის სახელით მილოცვები გადასცა

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა უკრაინის ახლადარჩეულ პრეზიდენტს, ქართველი ხალხის სახელით მილოცვები გადასცა.
როგორც საქართველოს პრეზიდენტი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს, საქართველოსა და უკრაინას, უწევთ ოკუპირებული ტერიტორიების ტრაგედიის დაძლევა, ამავე დროს, ისინი საერთო ევროპულ ბედს იზიარებენ.
„ქართველი ხალხის სახელით უკრაინის ახალ პრეზიდენტს დღეს გულწრფელი მილოცვები გადავეცი. საქართველოსა და უკრაინას, ორივეს უწევთ ოკუპირებული ტერიტორიების ტრაგედიის დაძლევა, ამავე დროს, ისინი საერთო ევროპულ ბედს იზიარებენ“, – წერს სალომე ზურაბიშვილი „ტვიტერში“.
დღეს უკრაინის ახალი პრეზიდენტის, ვლადიმერ ზელენსკის ინაუგურაცია და უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში უცხოურ დელეგაციებთან შეხვედრა გაიმართა.
ღონისძიებებში მონაწილეობა საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმაც მიიღო.
ვლადიმირ ზელენსკის ინაუგურაციას საქართველოს პრეზიდენტის გარდა, უნგრეთის, ლატვიის, ლიეტუვისა და ესტონეთის პრეზიდენტები ესწრებოდნენ.