სამგორის რაიონის გამგეობის შესრულებული სამუშაოები

სამგორის რაიონის გამგეობის მიერ 2019 წლის 2 კვარტალში შესრულებული სამუშაოები:

საგზაო ინფრასტრუქტურა მოწესრიგდა 58 755 კვ.მ ფართობზე;

სკვერი 7 მისამართზე მოეწყო;

ტრენაჟორები 21 მისამართზე დამონტაჟდა;

სპორტული მოედნები მოეწყო 13 მისამართზე;

თბილისს შემოერთებულ სოფლებში ხორციელდება გზების კაპიტალური რეაბილიტაცია;

მიწისქვეშა კომუნიკაციებს რეაბილიტაცია 20 მისამართზე ჩაუტარდა;

მოწესრიგდა 33 საცხოვრებელი კორპუსის სახურავი;

რეაბილიტაცია ჩაუტარდა 9 ლიფტს;

დასასვენებელი პავილიონები მოეწყო 10 მისამართზე;

ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში, 118 პროექტი განხორციელდა;

კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდობის განყოფილების ორგანიზებით, ჩატარდა 10 სპორტული და კულტურული ღონისძიება;

2019 წლის ორ კვარტალში განხორციელებული პროექტებისთვის ჯამში, 11 440 106 ლარი დაიხარჯა.