სამთავროს დედათა მონასტერში დაბრძანებულ წმინდა ნინოს ხატში ოცდაერთი წმინდანის წმინდა ნაწილია ჩაბრძანებული

ისტორიული წყაროების მიხედვით, მცხეთაში მოსული წმინდა ნინო პირველი სამი წლის განმავლობაში “ილოცვიდა ფარულად ადგილსა ერთსა შებურვილსა ბრძამლითა მაყუალისაითა… და ადგილი იგი იყო ზღუდესა გარეგან”.

იქ, სადაც სამთავროს დედათა მონასტერია  საქართველოს პირველ ქრისტიან მეფეს მირიანს ეკლესია აუგია, რასაც  “წმინდა ნინოს ცხოვრებაში” მოყვანილი მისი წერილის შინაარსი ადასტურებს: “აღვაშენე ეკლესიაი მაყულოვანსა მას შინაი ნინოსსა”.

ეს ცნობები წმინდა ნინოს ეკლესიის აშენების თარიღსა და ადგილსამყოფელზე გვიამბობს.

საყდრის გვერდით დღესაც ხარობს მაყვლის ბუჩქი, რომელმაც წმინდა ნინო შეიფარა. მასში ქალწული რამდენიმე ხანს იმალებოდა.

სამთავროს მაცხოვრის ფერისცვალების ტაძარში სხვა სიწმინდეებთან ერთად დაბრძანებულია წმინდა ნინოს წმინდა ნაწილებიანი ხატი. როგორც წარწერა გავუწყებს, 1870 წელს საქართველოს უკანასკნელი მეფის, გიორგი XIII-ის შვილიშვილის შვილმა, რუსეთში მცხოვრებმა იოანე ბატონიშვილმა შემოსწირა

სამთავროს დედათა მონასტერს. ხატში ჩაბრძანებულია ოცდაერთი წმინდანის წმინდა ნაწილი. ესენია:
1.    წმინდა ფილიპეს
2.    წმინდა სტეფანეს
3.    წმინდა გიორგის
4.    წმინდა შუშანიკის
5.    წმინდა სვიმეონის
6.    წმინდა კოზმას
7.    წმიდნა დამიანეს
8.    წმინდა ხარიტონის
9.    წმინდა ბარბარეს
10.    წმინდა ესტატეს
11.    წმინდა ნიკოლოზის
12.    წმინდა გრიგოლის
13.    წმინდა ქეთევანის
14.    წმინდა ანასტასის
15.    წმინდა დიმიტრის
16.    წმინდა ეკატერინეს
17.    წმინდა ანტონინას
18.    წმინდა ხარლამპის
19.    წმინდა თეოდორეს
20.    წმინდა ფოკას
21.    წმინდა ტრიფონის

წყარო: karibche.ambebi.ge