სანდრა რულოვსი: ხმა მივეცი ნათელ ევროპულ მომავალს

გაერთიანებული ოპოზიციის ზუგდიდის მერობის კანდიდატი სანდრა რულოვსი ზუგდიდის 82-ე საარჩევნო უბანზე მივიდა და საკუთარი არჩევანი გააკეთა.
„ხმა მივეცი ზუგდიდელებში ცვლილებებს, სადაც კორუფციის და ნეპოტიზმის ნაცვლად მთავარია ადამიანებზე ზრუნვა, სადაც არის განვითარება და დასაქმება, დაცულ თავისუფალ გარემოში. დღეს მთელი ქვეყანა გვიყურებს და არის ცვლილებების მოლოდინში. მეც ვგრძნობ ამ პასუხისმგებლობას და თითოეულმა ზუგდიდელმა უნდა იგრძნოს ეს. მე ხმა მივეცი ნათელ ევროპულ მომავალს.
მთელი ქვეყანა ზუგდიდის არჩევნების მოლოდინშია და ამ არჩევნებს აქვს მთელი ქვეყნის მასშტაბით მნიშვნელობა“, – განაცხადა ხმის მიცემის შემდეგ სანდრა რულოვსმა.
ამ უბანზე დილიდან ხმაური იყო. კომისიის წევრები და „ნაციონალური მოძრაობის“ დამკვირვებლები ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ. ამჟამად სიტუაცია დასტაბილურდა.