„სან ხოსემ“ „ჰიუსტონი“ ანგარიშით 2:0 სწორედ ვაკო ყაზაიშვილის დუბლით დაამარცხა

„სან ხოსემ“ „ჰიუსტონი“ ანგარიშით 2:0 სწორედ ვაკო ყაზაიშვილის დუბლით დაამარცხა. ქართველმა ნახევარმცველმა ანგარიში 25-ე წუთზე გახსნა, 75-ე წუთზე კი ეფექტიანი დარტყმით საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.
ყაზაიშვილი ზედიზედ მესამე მატჩია, მოედანს უგულოდ არ ტოვებს. მან ბოლო სამი შეხვედრიდან ორში დუბლი მიითვალა, ჯამში კი 5 გოლი გაიტანა.