საოცარი სეტყვა თბილისში

თბილისში 28 მაისს გასაოცარი ამინდი იყო. უეცრად მოსულმა სეტყვამ, თხილისხელა ყინულის მარცვლებმა – ქალაქის ერთ მხარეს, სახელდობრ – თემქის რაიონში მოსახლეობას მრავალი თავსატეხი გაუჩინა და ავტომანქანები მნიშვნელოვნად დააზიანა.

ზუსტად ამ დროს, საბურთალოზე ჩახჩახა მზე იყო და წვიმის წვეთიც არ გადმოვარდნილა. ვაჟა-ფშაველას პროსპექტზე მცხოვრებლებმა თემქის ამბები სოციალური ქსელით შეიტყვეს.