საპარლამენტთაშორისო ასამბლეის სესიას გავრილოვი პარლამენტის სპიკერის ადგილიდან უძღვება

2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ, საქართველოს საკანონმდებლო ორგანოში რუსეთის დუმის დეპუტატები დღეს პირველად გამოჩნდნენ.

პარლამენტის სპიკერისთვის განკუთვნილი ადგილიდან, დელეგატებს ასამბლეის პრეზიდენტმა, რუსეთის დუმის კომუნისტური პარტიის წევრმა სერგეი გავრილოვმა მიმართა და “ქართული ოცნების” წევრ ზაქარია ქუცნაშვილს მოწვევისთვის მადლობა გადაუხადა.

სხდომა რუსეთის დელეგაციის წევრების მიმართვით გაიხსნა. დეპუტატმა ალექსეი ჩეპამ ღონისძიების მნიშვნელობაზე და უსაფრთხო სამყაროს შექმნის აუცილეობაზე ისაუბრა.

თბილისი მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეას მასპინძლობს. ღონისძიებაზე 25 ქვეყნის დელეგაციების წარმომადგენლები იმყოფებიან.