საპროცედურო და იურიდიული კომიტეტები, ნიკა მელიას დაპატიმრების საკითხზე მსჯელობენ (ვიდეო)

საპროცედურო და იურიდიული კომიტეტი პროკურატურისთვის დეპუტატ ნიკა მელიას დაპატიმრებაზე თანხმობის მიცემის საკითხს განიხილავს. სხდომის დაწყებამდე რამდენჯერმე მოხდა სიტყვიერი დაპირისპირება დეპუტატებს შორის.

თავად დეპუტატი ნიკა მელია არ ესწრება. საპროცედურო და იურიდიულ საკითხთა კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე დეპუტატები ნიკა მელიასთვის სადეპუტატო იმუნიტეტის შეჩერების საკითხსაც განიხილავენ.

პროკურატურა ნიკა მელიას ბრალს საზოგადოებრივი წესრიგისა და უშიშროების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენაში სდებს. გენერალური პროკურორის პარლამენტისადმი გაგზავნილ მიმართვაში ნათქვამია, რომ მან შესძლო დაეყოლიებინა მშვიდობიანი მომიტინგეები სამართლადამცავებზე ძალადობრივ თავდასხმაში.

გენერალური პროკურორის შეფასებით, მოცემულ შემთხვევაში სახეზეა აღკვეთის ღონისძიების გამოყენების როგორც ფაქტობრივი, ასევე ფორმალური საფუძველი.

შეგახსენებთ, რომ დეპუტატის დაკავებაზე ან დაპატიმრებაზე პარლამენტის მიერ თანხმობის მიცემის შემთხვევაში, პარლამენტის წევრს უფლებამოსილება დაკავების ან დაპატიმრების პერიოდით შეუჩერდება.

საპროცედურო და იურიდიული კომიტეტი პროკურატურისთვის დეპუტატ ნიკა მელიას დაპატიმრებაზე თანხმობის მიცემის საკითხს განიხილავს. სხდომის დაწყებამდე რამდენჯერმე მოხდა სიტყვიერი დაპირისპირება დეპუტატებს შორის

Posted by ტაბულა • Tabula on Tuesday, June 25, 2019