საქართველოს ბოცვანას საგარეო საქმეთა და საერთაშორისო თანამშრომლობის მინისტრი ეწვევა

3-5 ივნისს, საქართველოს ბოცვანას საგარეო საქმეთა და საერთაშორისო თანამშრომლობის მინისტრი – უნითი დოუ ეწვევა. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში, ბოცვანას დელეგაცია საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, პრეზიდენტს, საგარეო საქმეთა და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრებს შეხვდება.
უნითი დოუ პატივს მიაგებს საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპული მებრძოლების ხსოვნას და გმირთა მემორიალს გვირგვინით შეამკობს. ბოცვანას დელეგაცია, ასევე, მოინახულებს წეროვნის იძულებით გადაადგილებულ პირთა დასახლებას და სოფელ ხურვალეთის მიმდებარე საოკუპაციო ხაზს.”ბო
ცვანას საგარეო საქმეთა და საერთაშორისო თანამშრომლობის მინისტრის საქართველოში ვიზიტი წარმოადგენს ორი ქვეყნის მეგობრული ურთიერთობების დადასტურებასა და ორმხრივი მხარდაჭერის გამოვლენას”, -აცხადებენ უწყებაში.