საქართველოს დღეს ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ეწვევა

საქართველოს დღეს, პირველი ოფიციალური ვიზიტით, ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ვან ი ეწვევა.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, ორი ქვეყნის საგარეო უწყების ხელმძღვანელთა შეხვედრაზე, ორმხრივი თანამშრომლობის საკითხებს განიხილავენ, მათ შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების მიმართულებით.

ასევე, ყურადღება გამახვილდება თანამშრომლობის განვითარებაზე „სარტყელისა და გზის“ გლობალური ინიციატივის ფარგლებში.

ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრები საქართველოს პრეზიდენტთან და პრემიერ- მინისტრთან.