საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი უკრაინაში ვლადიმირ ზელენსკის ინაუგურაციას დაესწრება

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, სალომე ზურაბიშვილმა უკრაინის პრეზიდენტის ინაუგურაციაზე დასასწრებად, ოფიციალური მიწვევა მიიღო.
უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, ვლადიმირ ზელენსკის ინაუგურაციას საქართველოს, ბალტიის ქვეყნებისა და უნგრეთის პრეზიდენტები დაესწრებიან, – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია, საგარეო უწყების პრესმდივანზე, ეკატერინა ზელენკოზე დაყრდნობით ავრცელებს.
ვლადიმირ ზელენსკის ინაუგურაცია 20 მაისს გაიმართება.