საქართველოს რუსეთიდან ყოველი მეათე მოგზაური ეწვევა

საქართველომ პირველი ადგილი დაიკავა შუა ზაფხულში დამოუკიდებელი მოგზაურებისთვის ყველაზე პოპულარული მიმართულებების სიაში, აცხადებს Ozon.travel.

ონლაინ-სერვისმა გააანალიზა ბილეთების ღირებულება პოპულარულ ქვეყნებში ივლისში – შვებულებების სეზონის პიკზე.

ანალიტიკოსების მონაცემებით, საქართველოში ჩამოვა ტურისტების 11%, ხოლო ავიაბილეთის საშუალო ღირებულებაა 11,5 ათასი რუბლი (დაახლოებით 480 ლარი), რაც გასული წლის მონაცემზე 2%-ით დაბალია.

საქართველოში ყველაზე მეტი ტურისტი რუსეთიდან ჩამოდის.
მეორე ადგილზეა იტალია, სადაც დამოუკიდებლად მიემგზავრება მოგზაურების 8%. ამ მიმართულებით ავიაბილეთების ფასი, ლოუკოსტერების ფრენების გეოგრაფიის გაფართოების წყალობით, 6%-ით შემცირდა და საშუალოდ 17,7 ათასი რუბლი შეადგინა.

მესამე ადგილზეა სომხეთი – მოგზაურთა 7%, თუმცა ბილეთის ფასმა, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 19%-ით მოიმატა და საშუალოდ 8,6 ათასი რუბლი ღირს.

მეოთხე ადგილზეა ესპანეთი და მონტენეგრო.