საქართველოში, ბენზინისა და დიზელის საწვავის მოწოდებით, რუსეთი ლიდერობს

საქართველოში ავტომობილის საწვავის მოწოდება ოთხ თვეში 3,3 %-ით შემცირდა.
ჩვენს ქვეყანაში, ბენზინისა და დიზელის საწვავის მოწოდებით, რუსეთი ლიდერობს – 2019 წლის იანვარ-აპრილში რუსეთიდან შემოტანილია 100,6 ათასი ტონა საწვავი, რაც მთელი იმპორტის 31,5%-ს შეადგენს. ამის შესახებ ინფორმაციას, საქართველოს ნავთობპროდუქტების კავშირი ავრცელებს.
რუსეთმა 2018 წელს გაუსწრო რუმინეთს, რომელიც ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში საქართველოში საწვავის მთავარი მომწოდებელი იყო.