საქართველოში მიწისძვრა მოხდა

დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტი და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი ინფორმაციას ავრცელებს:

საქართველოში მიწისძვრა მოხდა.

მიწისქვეშა ბიძგები თბილისის დროით 17:25 საათზე დაფიქსირდა.

3.0 მაგნიტუდის (ML) მიწისძვრის ეპიცენტრი სოხუმიდან ჩრდილო-აღმოსავლეთით 38 კმ.-ში, სოფელ ცუმურიდან 21 კმ.-ში დაფიქსირდა.