საცობი ბევრ დაავადებას იწვევს

საცობი პროვოცირებს ნერვული, კუჭ-ნაწლავის, გულსისხლძარღვთა და სასუნთქი სისტემის დაავადებებს, აუარესებს მეხსიერებას და დეპრესიის განვითარებას იწვევს. სიტუაციის გასაუმჯობესებლად საჭიროა ავტომობილი აღვჭურვოთ ნახშირბადის ფილტრებით, რომელიც აირწინაღის პრინციპით მუშაობს.

საშიშროებას წარმოადგენს გამონაბოლქვი აირები, რომლებიც ძლიერად აკუმულირდება საცობში, განსაკუთრებით თუ გზაზე ბევრი სატვირთო მანქანაა. როდესაც მანქანა საცობში იჭედება. გამონაბოლქვი აირები და ნახშირჟანგის ვარიაციები ბოჭავს სისხლს და არღვევს ჟანგბადის მიწოდების უნარს. ეს იწვევს ყურადღების დროებით დაქვეითებას და ჟანგბადის შიმშილს.

საშიშროებას კიდევ წარმოადგენს აზოტის ოქსიდი და დიოქსიდი. თვალის, ცხვირისა და ბრონქების ლორწოვანთან კონტაქტისას წარმოიქმნება აზოტისა და აზოტოვანი მჟავები, რის შედეგადაც ადამიანი გრძნობს წვას და ქავილს თვალის არეში და სუნთქვისას დისკომფორტს. ხანგრძლივი ზემოქმედების შედეგად შეიძლება განვითარდეს ქრონიკული ბრონქიტი, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ლორწოვანის ანთება, გულის დაავადებები.