სახელმწიფოს ღალატის ბრალდებით, პეტრო პოროშენკოს წინააღმდეგ, სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო

უკრაინის სახელმწიფო საგამოძიებო ბიურომ, პეტრო პოროშენკოს წინააღმდეგ, სისხლის სამართლის საქმე აღძრა.

უკრაინის ყოფილ პრეზიდენტს, ბრალი სახელმწიფოს ღალატში ედება.

ამის შესახებ ინფორმაციას თავად უწყება ავრცელებს.

კერძოდ კი, საქმე 2018 წლის, 25 ნოემბრის მოვლენებს ეხება, როდესაც მცირე ზომის უკრაინულმა დაჯავშნულმა კატარღებმა, „ბერდიანსკიმ“ და „ნიკოპოლიმ“, ასევე ბუქსირმა „იანი კაპუმ“ 25 ნოემბრის დილას, ოდესის პორტიდან მარიუპოლისკენ გეგმიური გადაადგილება დაიწყეს და რუსეთის სახელმწიფო საზღვარი დაარღვიეს.

ქერჩის სრუტესთან მათ რუსული სასაზღვრო ხომალდები დახვდათ, ერთ-ერთი მათგანი უკრაინულ ბუქსირს დაეჯახა. რუსეთის უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის მტკიცებით, უკრაინულმა ხომალდებმა რუსეთის სახელმწიფო საზღვარი გადაკვეთეს და „არამართლზომიერად შევიდნენ დროებით დახურულ აკვატორიაში.

უკრაინის სამხედრო-საზღვაო ძალებში კი, აცხადებენ, რომ რუსული მხარე ამ გადაადგილების შესახებ წინასწარ იყო გაფრთხილებული.

თავის მხრივ, მოვლენებზე კომენტარს უკრაინის ყოფილი პრეზიდენტის ვიქტორ იანუკოვიჩის, ადმინისტრაციის ყოფილი უფროსი ანდრეი პორტნოვიც აკეთებს.

„პოროშენკოს საქციელს, როდესაც ქვეყანაში საომარი ძალების განლაგებას შეეცადა, არ დაინდო სასაზღვრო ძალები და ისინი ქერჩის სრუტეში გაგზავნა,  შესაძლებელია, ქვეყნის ღალატი ვუწოდოთ,“-  აცხადებს ანდრეი პორტონოვი.

ექს-პრეზიდენტი მოწმის სახით, სხვა საქმეზეც, კერძო კი, ევრომაიდანის საქმეზე იკითხება.