სერგეი ლავროვი: დასავლელი პოლიტიკოსები ბევრ რამეზე წავლენ, რათა საქართველოსა და რუსეთს შორის ურთიერთობები გაწყდეს

საქართველო დასავლური გეოპოლიტიკური ინჟენერიის შედეგების მაგალითი გახდა, ამი შესახებ რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა რუსეთის  რეგიონალური არაკომერციული ორგანიზაციების ხელმძღვანელებთან შეხვედრაზე განაცხადა.

„რა შედეგები უნდა გამოიწვიოს უცხოეთიდან მომდინარე რჩევებისა და კარნახის ბრმად მიღებამ, რასაც ცხადად აჩვენებს ჩვენი მეზობელი უკრაინის სამწუხარო გამოცდილება. ქვეყანა, რომელსაც უზარმაზარი პოტენციალი ჰქონდა პეტრო პოროშენკოს რეჟიმის დროს, მიიყვანეს იმ მდგომარეობამდე, როდესაც დახმარებას საერთაშორისო საზოგადოებას სთხოვს, დაკარგა ინდუსტრიული ბაზა, განიცდის შრომისუნარიანი მოსახლეობის გადინებას, აღარაფერი რომ არ ვთქვათ შიდა კონფლიქტებსა და საზოგადოების გახლეჩვაზე სულიერი და ცივილური მიმართულებით“, – განაცხადა ლავროვმა.

დასავლელი პოლიტიკოსები მზად არიან ბევრ რამეზე წავიდნენ, რათა საქართველოსა და რუსეთს შორის ურთიერთობები გაწყდეს.

„კიდევ ერთი მაგალითი გეოპოლოტიკური ინჟენერიის შედეგების, რომლითაც ჩვენი დასავლელი კოლეგები არიან დაკავებული, ეს საქართველოა, სადაც დასავლელი კურატორები მზად არიან დახუჭონ თვალები ულტრანაციონალისტების გამოხდომებზე, რუსოფობიაზე, ოღონდაც გაწყვიტონ კავშირები ქართველ და რუს ხალხს შორის, გადაწერონ ჩვენი საერთო ისტორია“, – აღნიშნა ლავროვმა.

ამასთან, რუსეთის ხელისუფლება უარს არ აცხადებს აშშ–ს მთავრობასთან დიალოგზე.

„ჩვენ საღად ვაფასებთ აშშ–სა და მისი ახლო მოკავშირეების როლს მსოფლიო არენაზე, ამასთან ჩვენ არავისგან არ ვდისტანცირდებით, იზოლაციაში არ ვართ, არ გავურბივართ დიალოგს იმ საკითხებზე, სადაც არის შესაძლებლობა მთელი კაცობრიობისთვის არსებული საფრთხეების დაძლევის მიზნით ერთობლივი ურთიერთშედეგიანი მუშაობისთვის“, – აღნიშნა ლავროვმა

შეგახსენებთ, რომ 20 ივნისს ოპოზიციამ საპროტესტო აქციები მას შემდეგ დაიწყო, რაც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში რუსი დეპუტატი სერგეი გავრილოვი აღმოჩნდა. იგი თბილისში მართლმადიდებლობის პარლამენტთაშიროსო ასამბლეაში მონაწილეობის მიზნით ჩამოვიდა, რასაც პროტესტი მოჰყვა და საბოლოოდ ღონისძიება ჩაიშალა. საქართველოს დედაქალაქში გამართული აქცია არეულობაში გადაიზარდა, რის შედეგადაც ასობით ადამიანი დაშავდა.