სერგეი ლაზარევი „ევროვიზიის“ ფინალშია

„ევროვიზიაზე“ რუსეთის წარმომადგენელი, რუსი მომღერალი სერგეი ლაზარევი, შემაჯამებელი ხმის მიცემის შედეგად, ევროვიზიის ფინალში მოხვდა.
ფინალი თელ-ავივში შაბათს გაიმართება.
შეგახსენებთ, რომ ოთხშაბათს, მეორე ნახევარფინალი გაიმართა. სერგეი ლაზარევთან ერთად, ნახევრფინალში მაკედონიის, ნიდერლანდების, ალბანეთის, შვეიცარიის, აზერბაიჯანის, დანიის, ნორვეგიის, შვეციის და მალტის ქვეყნების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.
თავად სერგეი ლაზარევმა კი „ეროვიზიის“ კონკურსში მეორედ მიიღო მონაწილეობა.
პირველად ის, კონკურსში 2016 წელს მონაწილეობდა, რა დროსაც მესამე ადგილი დაიკავა.