სვერდლოვსკის მხარის გუბერნატორი მოსახლეობას, ტაძრისთვის ახალი მოედნის მოძებნას დაპირდა

სვერდლოვსკის მხარის გუბერნატორმა ევგენი კუივაშევმა, დღეს, რუსეთის ქალაქ ეკატერინბურგში საპროტესტო აქციაზე შეკრებილ მოსახლეობას, სიმშვიდისკენ მოუწოდა და ტაძრისთვის ახალი მოედნის მოძებნას დაპირდა.
ერთი კვირის განმავლობაში, რუსეთის ქალაქ ეკატერინბურგში, საპროტესტო აქციები მიმდინარეობდა, სადაც მოსახლეობა დასასვენებელი სკვერის ადგილას, წმ. ეკატერინეს სახელობის ტაძრის მშენებლობას ეწინააღმდეგებოდა.
ამ დროისათვის, დაკავებულია აქციაში მონაწილე 100 პირი.