სვერდლოვსკში 1,6 კილოგრამი ზურმუხტი აღმოაჩინეს

რუსეთში, სვერდალოვსკის მხარეში, საბადოების მიმდებარე ტერიტორიებზე, ზურმუხტი აღმოაჩინეს. ზურმუხტი 1,6 კილოგრამი გახლავთ. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს და განმარტავს:

„ეს უზარმაზი მონაპოვარია ბოლო 30 წლის განმავლობაში. 1990 წელს აღმოჩენილი ზურმუხტი დაახლოებით ორ კილოს იწონიდა, იმის შემდეგ კი ყველაზე დიდი ზომის ქვა 1540 გრამიანი ზურმუხტი იყო ნაპოვნი,“ – აღნიშნულია განცხადებაში.

რუსეთში, სვერდალოვსკის მხარეში, ყოველწლიურად დაახლოებით 150 კილოგრამ ძვირფას ქვებს მოიპოვებენ.