ირაკლი შიხიაშვილი: სიკვდილი კი არ უნდა გვაშინებდეს, არამედ ის, რომ უკვდავი სამშობლო თვალწინ არ მოგვიკლან!

– ფეისბუქის საკუთარ გვერდზე წერს თბილისის საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარე, აფხაზეთის ომის ვეტერანი ირაკლი შიხიაშვილი და ომიდან დაბრუნების დღეს შვილთან ერთად გადაღებულ სურათს აქვეყნებს. —“ხშირად ვიძახით- საქართველო გაბრწყინდება!

თუ სამშობლო ხატად გვექნება და
ჩვენ, თითოეული ქართველი სანთლად ავენთებით ხატად ქმნილ სამშობლოს, კი არ დავიღვენთებით, კი არ გავდნებით, არამედ დავიწვებით და სიყვარულის შუქად დავიღვრებით მისთვის, მაშინ
გ ა ბ რ წ ყ ი ნ დ ე ბ ა!!!
ისედაც მოკვდავთ, სიკვდილი კი არ უნდა გვაშინებდეს, არამედ ის, რომ უკვდავი სამშობლო თვალწინ არ მოგვიკლან!
აქ, მე 20 წლისამ, ოჩამჩირიდან ჩამოსულმა, პირველი სურათი გადავიღე ჩემს უფოროს ვაჟთან, ლევანთან ერთად!
ჩვენ ბრძოლას არ ვწვეტთ!”

https://m.facebook.com/photo.php?fbid=611957189215597&set=a.122874174790570&type=3&theater