სიმსუბუქე თუ სინანული?- უკრაინის მოქმედი პრეზიდენტი პეტრე პოროშენკო ბოლო სამუშაო დღეებს ითვლის

უკრაინელი ჟურნალისტი დიმიტრი ჩეკალკინი უკრაინის ჯერ კიდევ მოქმედი პრეზიდენტის, პეტრე პოროშენკოს საქმიანობას დადებითად აფასებს და სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:
„დარწმუნებული ვარ, რომ დამოუკიდებელი უკრაინის უახლეს ისტორიაში ეს საუკეთესო 5 წელია.
უკრაინის პრეზიდენტის პოსტზე ყოფნის ბოლო დღეებია.
საინტერესოა, რას გრძნობს ახლა პოროშენკო. რას იგრძნობს ბოლო სამუშაო დღის დასრულებისას.
ალბათ მძიმე ტვირთისგან გათავისუფლდა.
ისე, თითქოს მძიმე, დამღლელი ჩექმები გაგეხადოს და ფეხშიშველი მდინარის პირზე ისვენებდე, გრილ წყალში ფეხებჩაწყობილი.
არც არანაირი აზრი, არც არანაირი სურვილი, მხოლოდ სიამოვნება იმ ფიქრისგან, რომ თავისუფალი ხარ.
თუმცა არც ისე დიდი ხნით, მაგრამ თავისუფალი ხარ.
ან იქნებ პირიქით, თითქოს გაიქეცი, ახლა უკვე ჰორიზონტზე მიზანს ხედავ და შემდეგ უცებ კედელი აღიმართება, მაგრამ შენ მაინც არ ჩერდები, მიზნისკენ გარბიხარ.
სიმსუბუქეა თუ სინანული?
ალბათ ოდესმე მეც გავიგებ ამის შესახებ.
თუმცა მანამდე, მინდა, პრეზიდენტს კარგი დასვენება ვუსურვო, კარგი გამოძინება, მდინარით ტკობა და ნავით გასეირნება.
მინდა გულწრფელად გისურვოთ პასუხიმსგებლობებისგან გათავისუფლება. მადლობა, შესანიშნავი 5 წლისთვის,“- წერს დიმიტრი ჩეკალკინი.