სოსო მანჯავიძე: მალე საქართველო ლიბერალური ინსტრუქციების გარეშე დარჩება

როგორც მოსალოდნელი იყო,ევროპარლამენტის არჩევნებში ნაციონალისტები იმარჯვებენ.
ევროპაში ძალაუფლებას კარგავს ლიბერალიზმი,რაც ნიშნავს რომ მალე საქართველო ლიბერალური ინსტრუქციების გარეშე დარჩება არამარტო აშშ-დან,არამედ ევროპიდანაც.
ცხადია ,იქნება ინერცია,როგორიც მაგალითად,გვაქვს ქართული ამერიკის ხმის სახით,რომელსაც მალე შეუწყვეტენ დაფინანსებას,ვნახავთ სოროსის ორგანიზაციების აქტივობას,მაგრამ ამას მილევადი ხასიათი ექნება.
საქართველომ უნდა მოახერხოს ამ იდეოლოგიის გავლენისაგან განთავისუფლება და საკუთარი თავის დამკვიდრება პოსტლიბერალურ სამყაროში.
ამას კი მტკიცე პოლიტიკური ნება სჭირდება.
წინააღმდეგ შემთხვევაში მარგინალური ლიბერალიზმის ფორპოსტად გვემუქრება გადაქცევა,
ამას დიდი ხანია ვწერთ და ვლაპარაკობთ მეც და სხვებიც,მაგრამ ,ეტყობა, ეგონათ,რომ დასავლეთი და ლიბერალიზმი ერთია.
დასაწყისისთვის 18-23 ივნისის ლგბტქ კვირეულის და ე.წ. ღირსების მარშის არჩატარება კარგი ნაბიჯი იქნებოდა.
სჯობს გვიან, ვიდრე არასოდეს, როგორც ნათქვამია – წერს ფეისბუქის საკუთარ გვერდზე საკრებულოს ყოფილი წევრი, პოლიტოლოგი სოსო მანჯავიძე.