სოფელ მაღლაკში 2000-ზე მეტ ადგილობრივს უწყვეტი წყალმომარაგება ექნება

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ მაღლაკში 2000-ზე მეტი ადგილობრივი მაცხოვრებელი წყალს უწყვეტ რეჟიმში მიიღებს. ამის შესახებ ინფორმაციას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია ავრცელებს.
მათივე ცნობით, თანამედროვე ინფრასტრუქტურის მოსაწყობად პროექტს თავად გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია განახორციელებს.

„სამშენებლო სამუშაოების შემსრულებელი კონტრაქტორი კომპანიის შესარჩევად ტენდერი უკვე მიმდინარეობს. პრეტენდენტებს წინადადებების წარდგენა 10 ივნისის ჩათვლით შეუძლიათ. პროექტის სავარაუდო ღირებულება 4,086,155.00 ლარია. დღეის მდგომარეობით, მაღლაკის მოსახლობას წყალი დღის განმავლობაში 10-13 საათით მიეწოდება. სოფელში ათწლეულების წინ დამონტაჟებული წყალმომარაგების ქსელი ამორტიზებული და მოძველებულია. დაგეგმილი სამუშაოების ფარგლებში რეაბილიტაცია ჩაუტარდება არსებულ სატუმბო სადგურს, მოეწყობა მაგისტრალური წყალდენი და 698 ოჯახში წყლის მრიცხველი დამონტაჟდება. სოფელ მაღლაკის წყალმომარაგების სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარე წლის ზაფხულში დაიწყება და 2020 წლის ზაფხულში დასრულდება, რის შემდეგაც 2000-ზე მეტ ადგილობრივს უწყვეტი წყალმომარაგება ექნება“, – აცხადებენ კომპანიაში.