სოფიის მაცხოვრებელი მეხის დაცემის შედეგად დაიღუპა

2019 წლის 17 ივნისის საღამოს, ბულგარეთის დედაქალაქის ერთ-ერთი მკვიდრი, მეხის დაცემის მსხვერპლი გახდა. ის საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა ექიმებმა პაციენტის გადარჩენა ვერ შეძლეს.

თვითმხილველების თქმით, ჭექა-ქუხილის დროს, მსხვერპლის ძაღლიც დაიღუპა.

ინფორმაციას საინფორმაციო პორტალი „ТАСС“-ი ავრცელებს.