სოჭში გზააბნეული დელფინი გადაარჩინეს

ინციდენტი, ლაზარევის რაიონის ლოოს დასახლებაში მოხდა. ჩანაწერი 12 მაისს, ტელეკომპანია „ РЕН ТВ“-მ გამოაქვეყნა.

დელფინმა შემთხვევით მდინარეში შემოცურა. კადრებში ჩანს, როგორ ცურავს დელფინი და როგორ ცდილობს მამაკაცი მის გადარჩენას. მას დელფინი მდინარიდან ამოჰყავს და ხელით თან მიჰყავს. ტელეარხის ინფორმაციით, ცხოველი მოგვიანებით ზღვაში გაუშვეს.

ექსპერტების თქმით, ზღვის ეს ბინადრები, მტკნარ წყალში ვერ ძლებენ და იქ მოხვედრისას, შესაძლოა, დაიღუპონ.