სოჭში ილჰამ ალიევისა და ვლადიმერ პუტინის შეხვედრა შედგა

რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინსა და აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევს შორის, სოჭში საქმიანი შეხვედრა გაიმართა.
ქვეყნის ლიდერებმა ორ სახელმწიფოს შორის არსებულ ურთიერთობასა და ყარაბაღის კონფლიქტის დეტალებზე ისაუბრეს.
ალიევის მხრივ დასახულ იქნა ყარაბაღის კონფლიქტის გადაჭრის გზები.
მისი თქმით, პრობლემის გადასაჭრელად და სიტუაციის დასარეგულირებლად, ე.წ სასაზღვრო ზოლთან, ეფექტური სიტუაციის მონიტორინგის სისტემის შექმნაა საჭირო.
ასევე, აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ფართო მოლაპარაკებების დაწყებაც დააანონსა.