სსფ-მა საქართველოს ტრანში გამოუყო

სსფ−ს დირექტორთა საბჭომ, საქართველოს საკითხებზე გამართულ სხდომაზე, პროგრამის მეოთხე მიმოხილვა მოიწონა და ტრანშის სახით, 41,4 მლნ დოლარის გამოყოფა გადაწყვიტა. ეს სსფ−ს მიერ ქვეყნისთვის გამოყოფილი რიგით მეხუთე ტრანშია.
დოკუმენტში აღნიშნულია, რომ საქართველოს ხელისუფლება ავითარებს საგანმანათლებლო რეფორმას, რათა სამუშაო ძალის კვალიფიციური შეუსაბამობა შემცირდეს.
ინფორმაციას „iz.ru“ ავრცელებს.