ტაო-კლარჯეთში მდებარე დილისყანის ეკლესიას საპირფარეშოდ გადაკეთების საფრთხე ემუქრება

ტაო-კლარჯეთში მდებარე დილისყანის ეკლესიის ტუალეტად გადაკეთებას აპირებენ. ეკლესია ისტორიულ-რელიგიურ ძეგლს განეკუთვნება, რომელიც მე-10 საუკუნეშია აგებული. ამის შესახებ ინფორმაციას ქართველი ფეისბუქ-მომხმარებლები ავრცელებენ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ისტორიული მხარე ტაო-კლარჯეთი ამჟამად თურქეთის კონტროლირებადი ტერიტორიაა. ისტორიული ძეგლები და ეკლესიები კი, უკვე დიდი ხანია სავალალო მდგომარეობაშია. ტაძრებს საწყობად და ცხოველთა სადგომად იყენებენ. თუმცა ეს საპირფარეშოს მოწყობის პირველი ფაქტია.

ცნობილია რომ, საქართველოს საელჩოს, აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, უკვე აქვს ინფორმაცია