ტაძარი პარლამენტის შენობამდე – ქადაგებს მამა დავითი ქვლივიძე

‘იუტუბის” არხზე მომხმარებელი აკაკი კაჭახიძე ავრცელებს ვაშლიჯვრის ეკლესიის წინამძღვრის, დავით ქვლივიძის ქადაგებას, რომელშიც  მღვდელმსახური ამბობს, რომ  უახლესი ისტორიის განმავლობაში საქართველოს თავს დამტყდარი ყველა უბედურების სათავე თბილისის ცენტრში წმინდა ალექსანდრე ნეველის სახელობის ეკლესიის დანგრევის და მის ნაფუძარზე  მთავრობის სახლის აშენებაში უნდა ვეძიოთ. უბედურებათა ციკლი მანამ გაგრძელდება, ვიდრე ქართველი ერი ამ ცოდვას არ მოინანიებს და ალექსანდრე ნეველის სახელობის ტაძარს არ აღადგენს – მიაჩნია  დეკანოზ დავით ქვლივიძეს.