ტელეგედაცემა, სადაც ალსუს ქალიშვილმა გაიმარჯვა, შედეგის ანულირებას აპირებს

რუსულმა ტელეკომპანია “პირველმა არხმა“ ტელეგადაცემა „ბავშვთა ხმის“, შედეგების ანულირების გადაწყვეტილება მიიღო.

გადაცემის გამარჯვებულად ცნობილი მომღერლის, ალსუს ქალიშვილი, მიკელა აბრამოვა დაასახელეს. თუმცა, მალევე, ტელეკომპანიაში განაცხადეს, რომ ხმის მიცემის პროცესზე ზეწოლა განხორციელდა.

„შუალედური შედეგების გადამოწმებამ აჩვენა, რომ ხმის მიცემის პროცესზე ჩარევა და ზეწოლა მოხდა. საბოლოო ანგარიშს მაყურებელს, მიმდინარე თვის ბოლოს შევთავაზებთ.

მანამდე კი, შუალედური შედეგების გაუქმების გადაწყვეტილება მივიღეთ“- ნათქვამია ტელეარხის განცახდებაში.

მიმდინარე წლის 24 მაისს, ტელეარხი აღნიშნული სეზონის მონაწილეთა გამოსვლას განმეორებით შემოგვთავაზებს.

„გარდა ამისა, „პირველი არხი“ მიიღებს მკაცრ ზომებს, რათა მაქსიმალურად იყოს დაცული ხმის მიცემის მექანიზმი.

ჩვენ ვდებთ პირობას, რომ მომხდარი აღარ განმეორდება.“ -აღნიშნავენ ტელეარხზე.