ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ ძიროვნის ტყეში ხანძარია

ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ ძიროვნის ტყეში ხანძარია. მეხანძრეები ცეცხლის ლიკვიდაციას უკვე რამდენიმე საათის განმავლობაში ცდილობენ.
შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ცეცხლი ტყის ქვედა საფარს გაუჩნდა. ადგილზე ამ დროისთვის მობილიზებულია ტყიბულისა და ქუთაისის სახანძრო-სამაშველო ჯგუფები. ხანძრის ქრობაში ჩართულია სამი ავტოცისტერნა, ორი სამაშველო ავტომობილი და 20 მეხანძრე მაშველი.
როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განაცხადეს, ცეცხლი ამდროისთვის ლოკალიზებულია და მიმდინარეობს ხანძრის ძირითადი კერების ჩაქრობა. ამასთან, ხანძრის მიმდებარე ტერიტორიაზე ამ დროისთვის ძლიერი ქარია.