ტყის ხანძრების მოწყობაში დადანაშაულებული კომპანია მილიარდ დოლარს გადაიხდის

2018 წელს კალიფორნიაში, ტყის ყველაზე მასშტაბური ხანძრის მოწყობაში, რის შედეგადაც 85 ადამიანი გარდაიცვალა, 14 ათასი სახლი და 530 კომერციული ფართი განადგურდა, ენერგეტიკულ კომპანია „Pacific Gas and Electric“-ს დასდეს ბრალი.
კომპანიას კომპენსაციის სახით ერთი მილიარდი დოლარის გადახდა მოუწევს.
ინფორმაციას გამომცემლობა „The Wall Street Journal“ ავრცელებს.