“უკრაინას ცუდი მმართველი სააკაშვილის გარეშეც ბევრი ჰყავს“ – ანატოლი ვასერმანი

უკრაინის პრეზიდენტ ვლადიმერ ზელენსკის მიერ, რამდენიმე დღის წინ, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტისა და ოდესის ექს-გუბერნატორის, მიხეილ სააკაშვილის უკრაინაში დააბრუნების გადაწყვეტილებას, პოლიტოლოგი და პუბლიცისტი ანატოლი ვასერმანი აფასებს:

„მე ვფირობ, რომ სააკაშვილი მნიშვნელოვანი ფიგურა იქნება. თუმცა ვლადიმერ ზელენსკის ამ გადაწყვეტილებაში ჩემი აზრით, ამერიკის ფაქტორმა დიდი გავლენა იქონია. ამერიკა ცდილობს, ტრანსნაციონალური ელიტის სახეების გამოყენებას, იმ მაღალჩინოსანთა გამოყენებას, რომელთაც მაღალ თანამდებობებზე მუშაობა შეუძლიათ. ერთი შეხედვით შესაძლოა, უკრაინის პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილი გამოადგეს.

სააკაშვილმა დაგვანახა, რომ შეუძლია ლამაზი ვიტრინის აშენება თუმცა მართვა არა. უკრაინას ცუდი მმართველები სააკაშვილის გარეშეც  ბევრი ჰყავს. ვფიქრობ, სააკაშვილი უკრაინაში რეალიზებას შეძლებს, თუმცა არა როგორც პოლიტიკოსი,“- აცხადებს ანატოლი ვასერმანი.