უკრაინის კანონიკური ეკლესიის დევნა კონფერენციის მონაწილეებმაც დაგმეს!

უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიისათვის აღვლენილი ლოცვის შემდეგ, თბილისში გაიმართა კონფერენცია, რომელზეც დაიგმო უკრაინის კანონიკური ეკლესიის დევნა

ქართული საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლებმა თბილისში გამართეს კონფერენცია, რომელზეც განიხილეს რელიგიური აქცია – პარაკლისი, რომელიც წინა დღით თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე მდებარე ევროკავშირის საელჩოს შენობასთან გაიმართა და ორგანიზებული იყო საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელთმსახურთა ერთი ჯგუფისა და უფლებადამცველების მიერ.

პარაკლისი გადახდილ იქნა უკრაინელი მართლმადიდებლებისა და კიევის რეჟიმის მხრიდან შევიწროებული უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის (УПЦ) მხარდასაჭერად. როგორც ცნობილია, კანონიკური УПЦ, რომელიც უკრაინაში ერთადერთ მართლმადიდებელ ეკლესიად არის აღიარებული საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიაც, აკრძალვასა და დევნას დაექვემდებარა. ამიტომ, პარაკლისი შემთხვევით არ გაიმართა ევროკავშირის დიპლომატიური წარმომადგენლობის წინ, რადგანაც ევროკავშირი, თავის დიპლომატიაში სიტყვებს არ იშურებს საქართველოში ადამიანის უფლებების დაცვისა და აღმსარებლობის თავისუფლების შესახებ, დუმილს ამჯობინებს და არ იმჩნევს საშინელ სამართალდარღვევებს, რომლებსაც ადგილი აქვს უკრაინაში.

ცნობილმა ქართველმა უფლებადამცველმა და ჟურნალისტმა ზაზა დავითაიამ კონფერენციის მონაწილეებს წინა დღით ევროკავშირის წარმომადგენლობასთან შეკრებილი მორწმუნეებისა და მღვდელმსახურების მოტივები და მოთხოვნები გააცნო. დავითაიამ აღნიშნა, რომ ქართველმა მღვდელმსახურებმა, თავისი პრინციპულობით ცნობილი მღვდლის, დავით ისაკაძის ხელმძღვანელობით, სოლიდარობა გამოუცხადეს უკრაინის მართლმადიდებლებს. ადგილზე შეკრებილმა ერისკაცებმაც, ძირითადად, უფლებადამცვლებმა, ყოფილმა პოლიტპატიმრებმა, დაგმეს უკრაინის მართლმადიდებელ ეკლესიაზე განხორციელებული შეტევა. მათ თან მოიტანეს პლაკატები ქართულ და ინგლისურ ენებზე: „ნეოფაშისტებო, შეწყვიტეთ მართლმადიდებლობის დევნა უკრაინაში!“, ღმერთო! დაიცავ კიევ-პეჩორის ლავრა თვითმარქვია ეკლესიის თავდასხმებისგან!» და ასე შემდეგ. მათ ხელში ეკავათ УПЦ-ს მეთაურის, უნეტარესი კიეველი მიტროპოლიტის, ონოფრეს პორტრეტი, აგრეთვე ფოტოსურათები, რომლებიც ამა წლის 17 მაისს კიევში დანგრეულ დესეტინურ ტაძარს ასახავდნენ. ლოცვის მონაწილეებმა გადაჭრით დაგმეს ვანდალიზმის დაკანონებული აქტი – ტაძრის დანგრევა.

ზაზა დავითაიამ კონფერენციაზე ასევე შენიშნა, რომ 17 მაისს, როდესაც საქართველოში, გლობალისტებისა და ლგბტ-ების საწინააღმდეგოდ, აღინიშნება ოჯახის სიწმინდის დღე, უკრაინაში ხელისუფლებამ აირჩია ლგბტ-ის ანტი-ფასეულობები, რომელთაც 17 მაისი „სექსუალური უმცირესობების“ დღედ აქვთ გამოცხადებული და, სწორედ ამ დღეს, დაანგრიეს ოჯახის სიწმინდის ბურჯი – მართლმადიდებლური ტაძარი.

კონფერენციაზე ქართული საზოგადოებრიობის წარმომადგენლებმა განიხილეს პრობლემათა ძირითადი სპექტრი, დაკავშირებული უკრაინაში არსებულ რელიგიურ ვითარებასთან. გამომსვლელებმა ყურადღება გაამახვილეს УПЦ-ს, როგორც ერთადერთი საეკლესიო ინსტიტუტის კანონიკურობაზე და აღნიშნეს კონსტანტინეპოლის პატრიარქ ბართლომეოსის უარყოფითი როლი, რომელიც პოსტსაბჭოურ სივრცეზე ძირგამომთხრელ საქმიანობას ეწევა.

მომხსენებლებმა მოახდინეს საზოგადოებისა და მასმედიის წარმომადგენელთა ინფორმირება უკრაინაში, ბოლო თვეების მანძილზე, მართლმადიდებელთა დევნის შესახებ. მათ შორის არა მხოლოდ კიევში ტაძრის დანგრევაა, არამედ სვიატოგორსკის ლავრის წინამძღვრის, მიტროპოლიტ არსენის (იაკოვენკო) დაპატიმრებაცაა, ისევე, როგორც ურთულესი განსაცდელი, რომლის წინაშე ნეონაცისტებმა ციხეში დააყენეს მართლმადიდებელი ჟურნალისტები ვალერი სტუპნიცკი და ანდრეი ოვჩარენკო, ასევე ივან როსადა, ტატიანა ბეზმალენკო, ვლადიმირ ბობეჩკო და მამა სერგეი ჩერტილინი. ყველანი ისინი სინდისის პატიმრები არიან – ხაზგასმით აღინიშნა თბილისში გამართულ კონფერენციაზე.

შეკრებილებმა ნახეს ნაწყვეტები ევრაზიის ინსტიტუტის (ხელმძღვანელი – გულბაათ რცხილაძე) ფილმიდან „ფაშიზმი უკრაინაში – ზელენსკის საკონცენტრაციო ბანაკი“.

ქართული საზოგადოებრიობის წარმომადგენლებმა სოლიდარობა გამოხატეს სინდისის პატიმრებისა და მართლმადიდებელი რწმენის აღმსარებლებთან, ეკლესიის მსახურებთან მიმართებაში. კერძოდ, ნახსენები იყვნენ: კიევ-პეჩორის ლავრის წინამძღვარი პავლე, ზაპოროჟიეს და მელიტოპოლისა ლუკა, ჩერკასისა და კანევისა თეოდოსი, სვიატოგორისა არსენი, ბანჩენის – ლონგინოზი და სხვა მღვდელმთავარნი თუ უბრალო მღვდელნი და მორწმუნენი, რომელთაც დევნას უწყობს ზელენსკის რეჟიმი.

კონფერენციის მონაწილეებმა დაგმეს უკრაინის მართლმადიდებელ ეკლესიაზე განხორციელებული შეტევა, მხარდაჭერა გამოუხატეს ერთმორწმუნეებს, აგრეთვე, წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს ნეონაცისტებისა და ისლამისტების მიერ 23 ივნისს, სევასტოპოლსა და დაღესტანში დახოცილ მშვიდობიან მოქალაქეებს.

წყარო: https://politforumi.com/ka/aktualuri-tema/konf3