უკრაინის პრეზიდენტმა ექვს ქართველს უკრაინის მოქალაქეობა მიანიჭა

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ექვს ქართველს უკრაინის მოქალაქეობა მიანიჭა.
ზელენსკის განკარგულებაში უკრაინის პრეზიდენტის ოფიციალურ ვებ–გვერდზე გამოქვეყნდა.
დოკუმენტის მიხედვით, უკრაინის მოქალაქეემი გახდნენ დავით გაჩეჩილაძე, თენგიზ ზანაძე, გიორგი კახნიაშვილი, მერაბ კონცელიძე, მამუკა მუზაშვილი და ლევან ხუციშვილი.
ექვსივე მათგანი უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას იცავდა.
მიგრაციული სამსახურიდან დოკუმენტების მიღების შემდეგ უკრაინის მოქალაქეობას მიიღებენ ის უცხოელები, რომლებიც ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობას და სუვერენიტეტს იცავდა.