უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის კანდიდატურას თავად პრეზიდენტი განიხილავს

უკრაინის ახალ საგარეო საქმეთა მინისტრად, ასევე უკრაინის წარმომადგენლად ნატოში, შესაძლოა, ვადიმ პრისტაიკო დაინიშნოს.

ამის შესახებ ინფორმაცია დიპლომატიური წრეებიდან ვრცელდება.

წყაროს ცნობით, ვადიმ პრისტაიკოს კანდიდატურას, თავად უკრაინის პრეზიდენტი ვლადიმერ ზელენსკი განიხილავს.

თუმცა საგარეო საქმეთა მინისტრად მისი დანიშვნის გადაწყვეტილება, უმაღლესმა რადამაც უნდა მიიღოს.