უკრაინის საზღვართან აღმოაჩინეს ომის დროინდელი ტანკი გარდაცვლილი ეკიპაჟით

როსტოვის ოლქში უკრაინის საზღვართან საძიებო ჯგუფის წევრებმა, მეორე მსოფლიო ომის დროინდელი მძიმე ტანკი «КВ-1» აღმოაჩინეს.

როგორც გაზეთი «Российская газета» აცხადებს, ტანკთან ერთად ეკიპაჟის ცხედრების ნაწილებიც იპოვეს.

როგორც ვარაუდობენ, ტანკი 1943 წელს მოწინააღმდეგემ ტანკსაწინააღმდეგო ნაღმით გაანადგურა.

ინფორმაციას „russian.rt.com“ ავრცელებს.