ფაქტი, რომელიც გვიჩვენებს, რომ ძველი ჩინეთი, სრულიად შეშლილი ადგილი იყო

ცნობილია, რომ თანამედროვეობის თვალსაწიერიდან, უძველესი ცივილიზაციები, დღეს საკმაოდ უცნაური გვეჩვენება. გავეცნოთ ძველი ჩინეთის ყველაზე ამაზრზენ კერძს, რომელიც დღეს-დღეობით ჩინეთში, საკმაოდ პოპულარულია და დელიკატესადაც ითვლება.

რაც ადამიანმა შეიძლება აბსოლიტურ ველურობად ჩათვალოს, ჩინურ პროვინციაში – ჩჟეცზიანში, დელიკატესად მიაჩნიათ და ტრადიციულ ჩინურ კერძადაც თვლიან.

ამ კერძს „ცუ ჟიიდანი“ (ბიჭის კვერცხი) ჰქვია, რომელსაც ადგილობრივები – „საგაზაფხულო დელიკატესს“ უწოდებენ. მის მოსამზადებლად, იყენებენ ქათმის კვერცხებს, რომელსაც, პატარა ბიჭების შარდში ხარშავენ. ამ მიზნით, გაზაფხულობით, ქალაქის სკოლებში სპეციალურ სათლებს ამონტაჟებენ, სადაც პატარა ბიჭები შარდავენ. დღის განმავლობაში, შეგროვილი სითხე დიდ რეზერვუარში ისხმება და დელიკატესის მოსამზადებლად გამოიყენება.

ამასთან, მასწავლებლები ბავშვებს აფრთხილებენ, რომ გაციების შემთხვევაში სათლში არ მოშარდონ.

მასის შედუღებისას, კვერცხებს ამოიღებენ და ცოტა ჩატეხავენ, რომ მარილიანი სითხე შიგნით შევიდეს და უფრო არომატული გახადოს. კერძის მოსამზადებლად, დაახლოებით ერთი დღეა საჭირო.

ჩჟეცზიანის პროვინციის მაცხოვრებლებს სჯერათ, რომ ამ კვერცხებს განსაკუთრებული სამკურნალო თვისებები გააჩნია. მათი აზრით, შარდში არსებული კრისტალები, ორგანიზმს სიცხის დაწევაში და სისხლდენის შეჩერებაში ეხმარება. ხოლო, ქალაქის მთავარი ექიმი – ხუანძინი, ამ მითს აქარწყლებს და ამბობს, რომ შარდი არანაირი სასარგებლო თვისების მატარებელი არ არის, რადგან მასთან ერთად ორგანიზმიდან, ყველაფერი უსარგებლო და მავნე გამოიდევნება.

ამისდა მიუხედავად, პროვინციის მაცხოვრებლები, დღეს-დღეობითაც აგრძელებენ ამ უცნაური კერძის მომზადებასა და მირთმევას.